23 აგვისტოდან ფრენებს ანახლებს Pegasus Airlines თბილისი – სტამბოლის მიმართულებით, ჩარტერული რეისები 27 სექტემბრის ჩათვლით კვირაში ერთხელ, ყოველ კვირა დღეს შესრულდება. აღნიშნული ფრენები იქნება გამყვანი, რაც გულისხმობს, რომ ავიაკომპანია მგზავრებს მხოლოდ თბილისი-სტამბოლის მიმართულებაზე მოემსახურება.