+995 598328777
[email protected]
სამშაბათი, 24 იანვარი, 2023
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Myfly.Ge
  • მთავარი
  • დაჯავშნა
    • ავიაბილეთები
    • სასტუმრო
    • ტურები
  • ახალი ამბები
    • All
    • გერმანია
    გზამკვლევი

    იაფი ავიაბილეთების განრიგი გერმანიიდან

    რომელი მიმართულებით აღადგენს ფრენებს ავიაკომპანია Wizz Air

    რომელი მიმართულებით აღადგენს ფრენებს ავიაკომპანია Wizz Air

    ქუთაისი – დორტმუნდის მიმართულებით რეგულარული პირდაპირი ავიარეისები შესრულდება

    ქუთაისი – დორტმუნდის მიმართულებით რეგულარული პირდაპირი ავიარეისები შესრულდება

    Ukraine International Airlines კიევი – ბათუმი – კიევის მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას ანახლებს

    Ukraine International Airlines კიევი – ბათუმი – კიევის მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას ანახლებს

    ათზე მეტი ავიაკომპანია ისრაელის მიმართულებით ფრენებს აუქმებს

    ათზე მეტი ავიაკომპანია ისრაელის მიმართულებით ფრენებს აუქმებს

    ქუთაისის აეროპორტში ახალი, ყაზახური ავიაკომპანია დღეს შემოვა

    ქუთაისის აეროპორტში ახალი, ყაზახური ავიაკომპანია დღეს შემოვა

  • EnglishEnglish
No Result
View All Result
Myfly.Ge
სამშაბათი, 24 იანვარი, 2023
  • მთავარი
  • დაჯავშნა
    • ავიაბილეთები
    • სასტუმრო
    • ტურები
  • ახალი ამბები
    • All
    • გერმანია
    გზამკვლევი

    იაფი ავიაბილეთების განრიგი გერმანიიდან

    რომელი მიმართულებით აღადგენს ფრენებს ავიაკომპანია Wizz Air

    რომელი მიმართულებით აღადგენს ფრენებს ავიაკომპანია Wizz Air

    ქუთაისი – დორტმუნდის მიმართულებით რეგულარული პირდაპირი ავიარეისები შესრულდება

    ქუთაისი – დორტმუნდის მიმართულებით რეგულარული პირდაპირი ავიარეისები შესრულდება

    Ukraine International Airlines კიევი – ბათუმი – კიევის მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას ანახლებს

    Ukraine International Airlines კიევი – ბათუმი – კიევის მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას ანახლებს

    ათზე მეტი ავიაკომპანია ისრაელის მიმართულებით ფრენებს აუქმებს

    ათზე მეტი ავიაკომპანია ისრაელის მიმართულებით ფრენებს აუქმებს

    ქუთაისის აეროპორტში ახალი, ყაზახური ავიაკომპანია დღეს შემოვა

    ქუთაისის აეროპორტში ახალი, ყაზახური ავიაკომპანია დღეს შემოვა

  • EnglishEnglish
No Result
View All Result
Myfly.Ge
საქართველოში შემომსვლელ ყველა უცხოელს PCR ტესტის პასუხის წარდგენა მოუწევს

რა მიმართულებით აღდგება ფრენები ქუთაისიდან და რა უნდა იცოდეთ უცხოეთში გამგზავრების მსურველებმა

ოქტომბერი 30, 2020

1-ლი ნოემბრიდან საქართველოდან რეგულარული ავიარეისები კიდევ 10 ქალაქის მიმართულებით აღდგება. კერძოდ, 1-ლი ნოემბრიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები აღდგება შემდეგ ქალაქებში: დოჰა, ვარშავა, ათენი, ამსტერდამი, ვენა, ბერლინი და მილანი. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან კი: კატოვიცე, ვილნიუსი და დორტმუნდი.

ცნობისთვის, 2020 წლის 13 ივლისიდან ავიარეისები სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიუნხენის, პარიზის და რიგის მიმართულებით. ხოლო 1-ლი ოქტომბრიდან აღდგა ფრენები ქუთაისიდან რიგის მიმართულებით.

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე რამდენიმე თვეა გამოქვეყნებული აქვს რეკომენდაციები აეროპორტებისა და საჰაერო ტრანსპორტისთვის. მათ შორის, ამ რეკომენდაციებით, 3 საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ფრენისას აიკრძალება მგზავრთა კვებით უზრუნველყოფა. სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები თვითმფრინავში კვებასთან დაკავშირებით, ასე გამოიყურება:

  • მინიმუმამდე შეამცირეთ მომსახურება;
  • 3 საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ფრენისას აკრძალეთ მგზავრთა კვებით უზრუნველყოფა. სხვა შემთხვევაში გამოიყენეთ წინასწარ შეფუთული და დალუქული საკვების და სასმელი პროდუქტების, მიწოდების სერვისი;
  • მგზავრთა კვებისთვის, უზრუნველყავით ერთ მწკრივში მსხდომი მგზავრებისთვის საკვების რიგრიგობით მიწოდება, რათა არ მოხდეს მათ მიერ ერთდროულად ნიღბის მოხსნა;
  • ბორტზე აკრძალეთ პროდუქტის გაყიდვა.

ამასთან, რეკომენდაციების თანახმად, საჰაერო ხომალდზე ყოფნისას შემდეგი მოთხოვნების დაცვა იქნება აუცილებელი:

  • უზრუნველყავით მგზავრების იმგვარი განლაგება, რომ შეძლებისდაგვარად დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია;
  • მგზავრები საჰაერო ხომალდზე არ დაიშვებიან დამცავი ნიღბების გარეშე;
  • განათავსეთ ჯანმრთელობის უსაფრთხოების შესახებ რეკომენდაციები (რამდენიმე ენაზე) საჰაერო ხომალდის სალონში ან/და აუდიო/ვიდეო სისტემის მეშვეობით უზრუნველყავითი მგზავრთა ინფორმირება;
  • ეკიპაჟის წევრები აღჭურვეთ ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით (ნიღაბი, სათვალე/დამცავი ფარი, ხელთათმანი). უნიფორმა ყოველდღიურად შეცვალეთ და იქ, სადაც უნიფორმა არ იცვლება ყოველდღიურად, ალტერნატივად გამოიყენეთ ერთჯერადი დამცავი ხალათები;
  • ბორტგამცილებლებს ჩაუტარეთ სწავლება ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სწორი გამოყენებისა და გამოყენების შემდგომ სწორად განკარგვის წესების შესახებ;
  • ეკიპაჟის წევრებს ჩაუტარეთ შესაბამისი სწავლება პანდემიის დროს საჰაერო ხომალდის სალონში მგზავრების მომსახურების პროცედურებთან დაკავშირებით;
  • ეკიპაჟის წევრები გააფრთხილეთ იმის შესახებ, რომ მინიმალური კონტაქტი ჰქონდეთ მგზავრებთან;
  • მინიმუმამდე შეამცირეთ მომსახურება;
  • მაქსიმალურად შეამცირეთ ინდივიდუალური ჰაერის მიმწოდებელი აპარატის გამოყენების შესაძლებლობა;
  • საჰაერო ხომალდის ოპერატორებს, რომლებიც მიმართავენ სამგზავრო სალონისთვის რეცირკულირებადი ჰაერის მიწოდებას, ეძლევათ რეკომენდაცია დაამონტაჟონ და გამოიყენონ HEPA ფილტრები, მწარმოებლის სპეციფიკაციის შესაბამისად, ან სრულიად აარიდონ თავი სამგზავრო სალონში ჰაერის რეცირკულაციას, იმ პირობით, რომ მსგავსი ქმედება საფრთხეს არ შეუქმნის საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან ფუნქციებს (როგორიცაა ავიონიკის სისტემების გაგრილება, სამგზავრო სალონის ჰერმეტიზაცია და ა.შ.). HEPA ფილტრების დამონტაჟების შემთხვევაში, რეცირკულაციის ვენტილატორის მუშაობის შეწყვეტის ნაცვლად, შესაძლებლობის შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იქნას ჰაერის მიწოდება ძლიერი ნაკადის მიწოდების რეჟიმში.
  • ავიაკომპანიებმა, აეროპორტის ოპერატორებთან და დანიშნულების ადგილობრივ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებთან კოორდინაციით, უნდა უზრუნველყონ, მგზავრების საკონტაქტო ინფორმაციის ბარათის (PLC) შევსება. აღნიშნული ბარათი განკუთვნილია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებისთვის, იგი ივსება გარკვევით, უმჯობესია ელექტრონული ფორმატით შევსება, რომელიც იძლევა ინფორმაციის გარკვევით წაკითხვის საშუალებას (მაგ. QR კოდი, მობილური, აპი და ა.შ.), ამ ინფორმაციას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც კონტაქტების მოძიებისა და მიდევნების საშუალებას მგზავრებს შორის COVID-19 – ით ინფიცირების შემთხვევისათვის;
  • მგზავრები გააფრთხილეთ, დასხდნენ მხოლოდ მათთვის განკუთვნილ ადგილებზე;
  • დაუშვებელია მგზავრის ადგილის შეცვლა საკუთარი ნებით, ბორტგამცილებელის ნებართვის გარეშე;
  • სათანადო ადგილას განათავსეთ ხელის ჰიგიენური საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები;
  • უზრუნველყავით გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი;
  • უზრუნველყავით, სამუშაო ადგილზე ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო 60-70% ალკოჰოლის შემცველი ხსნარების განთავსება.

იმ შემთხვევაში თუ მგზავრს აფრენის შემდეგ აღმოაჩნდება COVID-19–ისათვის დამახასიათებელი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, მუდმივი ხველა, ღებინება, დიარეა, სუნთქვის გაძნელება ან სხვა რესპირატორული სიმპტომი, უნდა იქნას გათვალისწინებული შემდეგი ზომები:

  • დაუკავშირდით აეროპორტის ან ეროვნული ჯანდაცვის შესაბამის სამსახურს და იმოქმედოთ მითითებების შესაბამისად;
  • ეკიპაჟმა უნდა უზრუნველყოს, რომ მგზავრს სწორად ჰქონდეს სახის ნიღაბი მორგებული და შეცვლის საჭიროების შემთხვევაში მოამარაგოს იგი დამატებითი ნიღბებით;
  • იმ შემთხვევაში, თუ ნიღაბი ხველების ან დაცემინების შემდეგ სველდება, უნდა მიეთითოს მგზავრს მისი გამოცვლის აუცილებლობაზე;
  • იმ შემთხვევაში, როცა სუნთქვის გაძნელების გამო მგზავრი ნიღაბს ვერ იჩერებს, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ერთჯერადი ცხვირსახოცებით და მიეთითოს, რომ ხველების ან ცემინების დროს გამოიყენოს ისინი პირისა და ცხვირის დასაფარად;
  • იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს სუნთქვა უჭირს, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სამედიცინო დახმარება დამატებითი ჟანგბადის მიწოდების მიზნით;
  • უნდა განისაზღვროს ინფექციაზე საეჭვო მგზავრებისთვის იზოლაციის ადგილი (მაგალითად, გამოტოვოს ორი რიგი სავარძლებისა);
  • ყველა სხვა ფაქტორისა და თვითმფრინავის საჰაერო მიმოქცევის სისტემის გათვალისწინებით, ინფექციაზე საეჭვო მგზავრი უნდა მოთავსდეს წინა მარჯვენა ფანჯარასთან სავარძელში;
  • ისარგებლოს სპეციალურად მათთვის განკუთვნილი საპირფარეშოთი. აღნიშნული არ უნდა იყოს გამოყენებული დანარჩენი მგზავრების ან ეკიპაჟის მიერ;
  • ინფექციაზე საეჭვო მგზავრის მომსახურე პერსონალსა და ასეთი მგზავრის თანმხლებ პირს ფრენის დასრულების შემდგომ ჩაუტარდეს ტესტირება და გადავიდეს იზოლაციაში. შემდგომი ქმედება განხორციელდეს ტესტის პასუხის შესაბამისად;
  • ყოველი რეისის შემდეგ მოახდინეთ საჰაერო ხომალდის სველი წესით დასუფთავება/დეზინფიცირება.

 

ShareTweetShare
წინა პოსტი

1 ოქტომბრიდან ქუთაისის აეროპორტი იხსნება

შემდეგი პოსტი

რა მომსახურებას შესთავაზობს ქუთაისის აეროპორტი მგზავრებს

ავიაბილეთების ძებნა

Hotellook – ზუსტი არჩევანი სასტუმროს დასაჯავშნათ
პროგრამები და აქციები

Hotellook – ზუსტი არჩევანი სასტუმროს დასაჯავშნათ

HotelLook - საშუალებას გაძლევთ იპოვოთ, შეადაროთ და ჯავშანი გააკეთოთ მთელი მსოფლიოს სასტუმროებზე.  Hotellook - კომპანია დაარსდა 2013 წელს, რომელიც ...

აგვისტო 25, 2020
Booking.com – იპოვეთ სასტუმრო მარტივად
პროგრამები და აქციები

Booking.com – იპოვეთ სასტუმრო მარტივად

Booking.com - ეს არის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ვებ-გვერდი, რომელის საშუალებითაც მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა დაჯავშნოს მისთვის სასურველი განთავსების ადგილი სახლიდან გაუსვლელად. ...

თებერვალი 6, 2020
Kiwi.com – დაჯავშნეთ იაფი ავიაბილეთები
პროგრამები და აქციები

Kiwi.com – დაჯავშნეთ იაფი ავიაბილეთები

იანვარი 12, 2020
Omio – მოძებნეთ ყველაზე იაფიანი ბილეთები
პროგრამები და აქციები

Omio – მოძებნეთ ყველაზე იაფიანი ბილეთები

თებერვალი 10, 2020

კატეგორიები

  • ავიაკომპანიები
  • ახალი ამბები
  • ბერლინი
  • გერმანია
  • პროგრამები და აქციები
  • საინტერესოა
  • სასტუმროები
  • ტრანსფერი
  • ყველა სიახლე

ტეგები

Booking.com ID ბარათი ბერლინი გერმანია თვითმფრინავი კლუბები კლუბი საინტერესო საქართველო უვიზო რეჟიმი უკრაინა ფაქტები

© 2019 MyFly.ge - Flights & Travel Guides MyFly.Ge.

  • EnglishEnglish
  • მთავარი
  • დაჯავშნა
    • ავიაბილეთები
    • სასტუმრო
    • ტურები
  • ახალი ამბები
  • EnglishEnglish
No Result
View All Result

© 2019 MyFly.ge - Flights & Travel Guides MyFly.Ge.